„გარდიანი“ - პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა ომში დაჭრილ სამხედროებს გაუწიოს დახმარება
„გარდიანი“ - პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, რათა ომში დაჭრილ სამხედროებს გაუწიოს დახმარება

პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ჰარის მიზანია, უკრაინაში, ომში დაჭრილ ათასობით სამხედროს გაუწიოს დახმარება.

უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტის დროს პრინცმა Invictus Games Foundation-ის გუნდთან ერთად დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის მხარდასაჭერად ახალი ინიციატივები განიხილა.

„ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ამ ომში ჩართული ადამიანების დახმარება მათი სირთულეების დაძლევაში. ეს ყველაფერი ხალხის ყურადღების ცენტრში უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, აღნიშნული მოგზაურობა ხელს შეუწყობს ამ ყველაფრის გაცნობიერებას“, – განუცხადა პრინცმა ჰარიმ „გარდიანს“.

ვიზიტის ფარგლებში პრინცი ჰარი ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს. როგორც გამოცემა წერს, ომის გამო წელს უკრაინაში 130 000-ზე მეტმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო და რეაბილიტაციის კურსს გადის.