„გარდიანი“ - ნადირობის სეზონი მედიაზე: ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს
„გარდიანი“ - ნადირობის სეზონი მედიაზე: ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს

ნადირობის სეზონი მედიაზე: ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს, – ასეთი სათაურით სტატიას აქვეყნებს გამოცემა „გარდიანი“.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ლოს ანჯელესში იმართებოდა საპროტესტო აქციები ლგბტ-პირების უფლებების, კოვიდვაქცინის, ნიღბების ტარებისა და კალიფორნიის დემოკრატი გუბერნატორის წინააღმდეგ. აღნიშნული დემონსტრაციების გაშუქებისას დაშავდა სულ მცირე შვიდი ჟურნალისტი, რომელთაგან ექვსს მემარჯვენე დემონსტრანტები დაესხნენ თავს.

როგორც „გარდიანი“ წერს, მედიაზე თავდასხმა ქალაქში მემარჯვენეების მხრიდან ქუჩაში ძალადობის ესკალაციის მხოლოდ ნაწილია. ლოს ანჯელესში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი ამბობს, რომ ამგვარი ძალადობა წარსულში არ უნახავთ და ზოგიერთი თავდასხმა მოხდა პოლიციის ოფიცრების თანდასწრებით.

გამოცემა „გარდიანი“ აღწერს ზაფხულის განმავლობაში დემონსტრაციებზე ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს. დაზარალებულთა შორის არის თავად „გარდიანის“ რეპორტიორიც.

კინოდუკუმენტალისტი როკი რომანო ამბობს, რომ მას თავში ჩაარტყეს ხელკეტი 3 ივლისს გამართულ ანტილგბტ აქციაზე იმის მიუხედავად, რომ მას ეცვა ჟილეტი წარწერით „პრესა“. ჟურნალისტ ერიკ ლევაი აცხადებს, რომ დაუპირისპირდნენ განრისხებული დემონსტრანტები, რომლებიც 17 ივლისს ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული შეკრების კონტრაქციაში მონაწილებოდნენ. რამდენიმე ადამიანმა ის ალყაში მას შემდეგ მოაქცია, რაც ფოტო გადაიღო. ლევაი იხსენებეს, რომ აქციის მონაწილეები მას სურათის წაშლას აიძულებდნენ. ამავე დემონსტრაციაზე „გარდიანის“ რეპორტიორს მემარჯვენე დემონსტრანტმა ტელეფონი და ნოუთბუქი წაართვა, მოგვიანებით მას სხვა მომიტინგეები აედევნენწააქციეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 29 ივლისს, ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვიშალ სინგჰი მემარჯვენე დემონსტრანტებმა სცემეს, მან სახის ძვლების მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო.

14 აგვისტოს ლოს ანჯელესის მერიასთან და პოლიციის ოფისთან გამართულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობის სამიზნე სამი ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების გარდა, დაშავებულთა შორის არიან დემონსტრანტებიც.

„ლოს ანჯელეს თამსის“ ცნობით, დანით დაჭრეს ვაქცინაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტი და მემარცხენეთა აქციის მონაწილე. ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციების გაშუქების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმები აქამდეც მომხდარა, მათ შორის გასულ ზაფხულს დონალდ ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრაციების დროს, თუმცა კინოდოკუმენტალისტი როკი რომანო ამბობს, რომ გასული წელს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ლოს ანჯელესში 50-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაუშუქებია და ძალადობის ასეთი დონე არ ჰგავს იმას, რაც აქამდე უნახავს.

გარდიანთან“ საუბრისას რამდენიმე რეპორტიორი აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენე მამაკაცი დემოსნტრანტების მხრიდან თავდასხმის სამიზნე უფრო ხშირად ხდებიან ქალი ჟურნალისტები, ქვიარ ჟურნალისტები ან ჟურნალისტებზე თავდასხმა ხორციელდება რასობრივი ნიშნით.

როგორც „გარდიანი“ წერს, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, დააკავეს თუ არა ჩამოთვლილი ინციდენტების მონაწილეები იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა საჯაროდ ამოიცნო თავდამსხმელები და სულ მცირე სამმა სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალურად მიმართა. მედიის რამდენიმე წარმომადგენელი კი ამბობს, რომ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციების გაშუქებისას დამცავ ჟილეტებს, ჩაფხუტებს, სათვალესა და ნიღაბს ატარებს.

დატოვე კომენტარი