„გარდიანი“ - „კოვიდ-19“-თან და ნავთობის ფასების ვარდნასთან გასამკლავებლად, საუდის არაბეთში გადასახადები სამჯერ გაიზრდება
„გარდიანი“ - „კოვიდ-19“-თან და ნავთობის ფასების ვარდნასთან გასამკლავებლად, საუდის არაბეთში გადასახადები სამჯერ გაიზრდება

საუდის არაბეთში გადასახადები სამჯერ გაიზრდება, საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსება 26 მილიარდი დოლარით შემცირდება, ხოლო მოსახლეობისთვის საარსებო მინიმუმის ფინანსური დახმარება გაუქმდება, – ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ფინანსთა მინისტრზე დაწყრდნობით წერს.

„ჩვენ დღეს ისეთი კრიზისის წინაშე ვართ, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს არ უნახავს, ეს არის გაურკვევლობით მოცული კრიზისი. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს მივიღეთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, არის აუცილებელი, რათა შევინარჩუნოთ ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა“, – განაცხდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მოჰამენ ალ-ჯადაანმა.

საუდის არაბეთში „კოვიდ-19“-ის 39 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 246 გარდაცვლილია.

​გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დაზარალდა მსოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასის დაცემით.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანამ წმინდა ქალაქების, მექასა და მედინას ჩაკეტვით ასევე დაკარგა შემოსავალი.