„გარდიანი“ - ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა
„გარდიანი“ - ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა

ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავმა ორმა ტანკერმა, რომლებსაც თხევადი გაზი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

„დღეს დილით მათ ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გადაკვეთეს და ამჟამად ინდოეთისკენ მიემართებიან“, – განაცხადა ინდოეთის პორტების, საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო გზის სამინისტროს სპეციალურმა მდივანმა, რაჯეშ კუმარ სინჰმა.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისი ირანმა მას შემდეგ დაუშვა, რაც ინდოეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანმა ინდურ გემებს გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ მათგანზე გაიცა თანხმობა.

ინდოეთი მსოფლიოში თხევადი გაზის იერთ-ერთი წამყვანი მპორტიორია. იგი ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის დაახლოებით 85%-ის და თხევადი ბუნებრივი აირის 50%-ის იმპორტირებას ახორციელებს.