„გარდიანი“ - გერმანიაში აპრილის თვეში სამსახური 373 000-მა ადამიანმა დაკარგა
„გარდიანი“ - გერმანიაში აპრილის თვეში სამსახური 373 000-მა ადამიანმა დაკარგა

აპრილის თვეში გერმანიაში სამსახური 373 000-მა ადამიანმა დაკარგა და ქვეყანაში უმუშევრობის დონე 5.8 პროცენტამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მარტის ბოლოს ხუთ პროცენტს შეადგენდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის შრომის ოფისში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადი სულ 2.4 მილიონ მოსახლეს აქვს შეტანილი. მათ შორის, ოფისში მოკლე სამუშაო საათებზე გადასვლაზე განაცხადი 751 000-მა მოქალაქემ გააკეთა. შრომის ოფისი აცხადებს, რომ შედარებისთვის, 2009 წლის კრიზისის დროს ამ განაცხადების რიცხვი 3,3 მილიონს აღწევდა.

დასაქმებულთა მოკლე სამუშაო საათებზე გადაყვანა სახელმწიფო დახმარების პრაქტიკაა, რომელიც დამსაქმებლებს აძლევს საშუალებას, თანამშრომლებს სამუშაო საათები შეუმცირონ, თუმცა ხელფასი მაინც გადაუხადონ.