„გარდიანი“ – დიპლომატები განიხილავენ კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიზანმიმართულად დაიწყებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს
დასავლელი დიპლომატები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, რომ არ აპირებენ კიევის დატოვებას, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ განიხილება გეგმები, საგანგებო გარემოებების შემთხვევაში, საელჩოების ლვოვსა და პოლონეთის აღმოსავლეთში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიზანმიმართულად დაიწყებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს, – ამის შესახებ გარდიანი დასავლელ დიპლომატებთან პირად საუბრებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ღია საუბრებსა და საჯარო განცხადებებში უცხოელი დიპლომატები ამბობენ, ისინი კიევში დარჩენას აპირებენ, რადგან დედაქალაქის დატოვება, მოსკოვისთვის პროპაგანდული გამარჯვება იქნება და შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ უცხოელმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს.
„გარდიანი“ ორ დიპლომატთან პირადი საუბრების მიხედვით წერს, რომ განიხილება საელჩოების გადატანის საკითხიც.