„გარდიანი“ - დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში
„გარდიანი“ - დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, – ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.

„რადგან მოუწევს, დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.

ასევე, „დიდი შიდეულის“ სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა მინისტრებსა და მაღალჩინოსნებთან, სადაც განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირანზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.

დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.