„გარდიანი“ – დღეიდან გერმანიის ქალაქებში ღია აუზები იხსნება

14:19, 20.05.2020

გერმანიის ქალაქებში დღეიდან ღია აუზები იხსნება. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ​ვირუსოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსი ქლორიან წყალში კვდება.

აუზების აბონემენტები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება, ასევე განსაზღვრული იქნება ადამიანების რაოდენობა.

გავრცელებული ინფორმაციით, არ იფუნქციონირებს საშხაპეები და გამოსაცვლელი ოთახი. აუზების ადმინისტრაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ საცურაო კოსტიუმები სახლში ჩაიცვან.

მსგავსი