„გარდიანი“ - ბრიტანეთის პრემიერი დაესწრება ევროპელი ლიდერების სამიტს პარიზში, რომელიც ემანუელ მაკრონმა მოიწვია
„გარდიანი“ - ბრიტანეთის პრემიერი დაესწრება ევროპელი ლიდერების სამიტს პარიზში, რომელიც ემანუელ მაკრონმა მოიწვია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაესწრება ევროპელი ლიდერების სამიტს პარიზში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოიწვია. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

გამოცემის ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ მაკრონის მიერ მოწვეულთა შორის, სავარაუდოდ, იქნებიან გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

დაუნინგ სტრიტზე დაადასტურეს, რომ იციან მაკრონის წინადადების შესახებ და კირ სტარმერი გეგმავს სამიტზე დასწრებას.

შეხვედრაზე, რომელიც, სავარაუდოდ, გაიმართება ორშაბათს, 17 თებერვალს, ლიდერები განიხილავენ სიტუაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი გამორიცხავს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო მოლაპარაკებების პროცესიდან.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები შეიკრიბნენ მიუნხენში აშშ-ის განცხადებების შემდეგ ევროპასთან ურთიერთობების შესახებ.