„გარდიანი“  - ​მაიკ პომპეო ავსტრალიას მოუწოდებს, ჩინეთის მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა ფრთხილად შეაფასოს
„გარდიანი“ - ​მაიკ პომპეო ავსტრალიას მოუწოდებს, ჩინეთის მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა ფრთხილად შეაფასოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ავსტრალიის ერთ-ერთი ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხდა, რომ აშშ-სა და ავსტრალიას შორის ინფორმაციის გაცვლა შესაძლოა, რისკის ქვეშ მოექცეს, თუ ვიქტორიას შტატი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის იმ პროექტებში ჩაერთვება, რომლებიც ქვეყნებს შორის საკომუნიკაციო ქსელებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ​პომპეო ავსტრალიას მოუწოდებს, ჩინეთის მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა ფრთხილად შეაფასოს, რადგან ჩინეთის შემოთავაზებებმა შესაძლოა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან საზიანო აქტივობების წინაპირობა შექმნას.

ავსტრალიის ვიქტორიას შტატის მთავრობამ პეკინთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქვეყანა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მონაწილე გახდა.

ადგილობრივმა მთავრობამ პომპეოს განცხადებების შემდეგ დააზუსტა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევებში ჩაერთვება ინიციატივის პროექტებში, თუ ეს შტატის და მთლიანად ავსტრალიის ინტერესებში შევა.

დატოვე კომენტარი