„გარდენია შევარდნაძის“ ის მონაკვეთი, სადაც ღონისძიება კოვიდრეგულაციების დარღვევით გაიმართა, დაილუქა
„გარდენია შევარდნაძის“ ის მონაკვეთი, სადაც ღონისძიება კოვიდრეგულაციების დარღვევით გაიმართა, დაილუქა

შრომის ინდპერქირების დეპარტამენტის წარმომადგენლის, გიორგი ცხადაძის განცხადებით, „გარდენია შევარდნაძის“ ის მონაკვეთი, სადაც ღონისძიება რეგულაციების დარღვევით გაიმართა, დაილუქა.

როგორც ცხადაძე აცხადებს, ასევე ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2000 ლარით.

“გარდენია” შევარდნაძის ტერიტორიაზე გამოვლინდა სოციალური დონისძიება ათზე მეტი პირის მონაწილეობით, რაც წარმოადგენს მოქმედი რეგულაციების დარევევას. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2000 ლარით, ხოლო ფართი, სადაც გაიმართა სოციალური ღონისძიება დალუქულ იქნა შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ. მხოლოდ ის ტერიტორია, სადაც გაიმართა ღონისძიება”,- განაცხადა ცხადაძემ.

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი კი აცხადებს, რომ გუშინ სტუმრები ჰყავდა და არანაირი ქორწილი არ ყოფილა.

„ქორწილი არ ყოფილა, არ მინახავს რა კადრებია, მანახეთ. მე ამ სახლში ვცხოვრობ, აქ ვიღებ სტუმრებს. გუშინ იყვნენ სტუმრები ჩემთან, იყო 22 კაცი. ჩემი პირადი სტუმრები იყვნენ. ამაზე მეტი ხალხი წუხელაც არ მყოლია ახლა თქვენ რომ ხართ აქ“, – განაცხადა შევარდნაძემ.