გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი
გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი გარდაიცვალა.

თამარ რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას მეორე მეუღლესთან – თამარ დიდებაშვილთან შეძენილი შვილის, მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის ქალიშვილი იყო.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. ის ასევე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმში.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს 7 მაისს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, ვაკის სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.