გარდაიცვალა „ტვ პირველის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე 
გარდაიცვალა „ტვ პირველის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე 

გარდაიცვალა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე. ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.

პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.