გარდაიცვალა ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე

20:49, 22.01.2020

საქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, თემურ ჩხიკვაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ ჩხიკვაძე გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე.

ის თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და სხვა გადაცემების წამყვანი.

მსგავსი