გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი მარლენ ეგუტია
გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი მარლენ ეგუტია

81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი მარლენ ეგუტია.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, მარლენ ეგუტიას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ფილმში, მათ შორის „უძინართა მზე“, „სიყვარულის ბალადა“, „დათა თუთაშხია“, „მალე გაზაფხული მოვა“, „იავნანა“ და სხვა.

თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მარლენ ეგუტია 1967-1970 წლებში რუსთაველის თეატრში მუშაობდა, ხოლო 1970 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

მარლენ ეგუტიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის ოჯახს უსამძიმრებს.