გარდაიცვალა „სასუოლოს“ მფლობელი, რომლის დროსაც გუნდმა სერია A-მდე მიაღწია

16:27, 03.10.2019

სერია A-ში მოთამაშე „სასუოლოს“ მფლობელი და პრეზიდენტი ჯორჯო სკუინცი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სკუინცი მეწარმე და საზოგადოებრივი მოღვაწე იყო, ხელმძღვანელობდა ქიმიურ კომპანიას და გარკვეული ხანი სათავეში ედგა ქიმიური მრეწველობის მეწარმეთა გაერთიანებას.

სკუინცი სპორტის დიდი მოყვარული გახლდათ – იყო გატაცებული ველოსპორტით, რადგამ მამა პროფესიონალი ველომრბოლი ჰყავდა. ბიზნესმენის კომპანია 10 წლის განმავლობაში აფინანსებდა ველომრბოლთა ცნობილ გუნდს Mapei-Quick Step-ს.

სკუინციმ „სასუოლო“ 2002 წელს შეიძინა. მისი მმართველობის პერიოდში, კლუბი სერია D-დან სერია A-მდე აღზევდა. სკუინცი ასევე ცნობილი იყო, როგორც “მილანის” გულშემატკივარი.

მსგავსი