გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის პროდიუსერი, არაერთი გადაცემის ავტორი მზია ლომთათიძე

13:52, 23.07.2026

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის პროდიუსერი, არაერთი გადაცემის ავტორი მზია ლომთათიძე.

მზია ლომთათიძე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა პირველი არხის შემეცნებით-გასართობი, საბავშვო პროგრამების, ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების რედაქციებში, შემოქმედებითი გაერთიანება „ხელოვნების“ თეატრალურ განყოფილებაში და სხვა. იყო სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერი.

ბოლო წლებში მზია ლომთათიძის ავტორობითა და პროდიუსერობით იქმნებოდა გადაცემები – „ძველი აფიშა“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“.

მისი ავტორობით მომზადებული არაერთი გადაცემა არის პირველი არხის ოქროს ფონდის კუთვნილება და მრავალ თაობას შემოუნახავს უნიკალურ აუდიო-ვიზუალურ მასალას.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი თანამშრომლის, მზია ლომთათიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მსგავსი