გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე
გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე

საქართველოს პრველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა. იგი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.

საქართველოს პირველი არხი ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.