გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI
გარდაიცვალა რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI

ემერიტუსი პაპი, ბენედიქტ მე-16 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. რომის ყოფილი პაპი ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას წმინდა საყდარი ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ბენედიქტ მე-16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული. ოთხშაბათს, ქადაგების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს ემერიტუსი პაპისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

ბენედიქტ მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა. მან სიცოცხლის ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა.