გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე
გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნულ კინოცენტრში ადასტურებენ.

ზაზა ურუშაძე წლების განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

ბოლო დროს მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა „მანდარინებმა“, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე. ასევე „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.