გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში
გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტი საქართველოს პირველ არხს მისმა მეგობრებმა დაუტასტურეს.

ზაზა ხალვაში დაიბადა 1957 წლის 17 მაისს, ბათუმში, ცნობილი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარედ, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, აჭარის მაღალმთიანი რაიონების რესურსცენტრის უფროსად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად.

ზაზა ხალვაში არის ავტორი ფილმებისა „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, ​„მიზერერე“, „ნამე“ და სხვა. მას მიღებული აქვს მონპელიეს (საფრანგეთი) ხმელთაშუაზღვის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის „ვერცხლის პრიზი“; ​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არსენალი“ დიპლომი საუკეთესო რეჟისურისათვის​მიუნხენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალის „არრე“ ჟიურის სპეციალური პრიზი; ბ​აბელსბერგის (გერმანია) ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო უცხოური ფილმისთვის და სხვა. ზაზა ხალვაშის ფილმები ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.