გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე
გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ათეული წლების განმავლობაში გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ამ თეატრის სცენაზე დაიდგა მისი გახმაურებული სპექტაკლები „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა.

გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა. იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.