გარდაიცვალა რეჟისორი ფრანკო ძეფირელი
გარდაიცვალა რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

96 წლის ასაკში იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. ის რომში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ძეფირელის ფილმებში ცნობილი მსახიობები ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი და სხვები მონაწილეობდნენ.

რეჟისორი ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“.