გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე
გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი ნოდარ ნათაძე.

ნოდარ ნათაძე 1957-1963 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1963-1969 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

ნოდარ ნათაძე იყო მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი.