გარდაიცვალა მუსიკოსი თამარ ბაბილუა (ბაბი)
ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი, კომპოზიტორი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა.
ბაბი 2015 წლიდან უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. ამის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა.
ერთ-ერთი მისი ბოლო ნამუშევარი იყო „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებისთვის შექმნილი სიმღერა – „მე მჯერა“, რომელიც კიდევ ორი სხვა ავტორის სიმღერებთან ერთად ჟიურიმ 200-ზე მეტი ნაწარმოებიდან შეარჩია. „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურში სიმღერა გიორგი ფრუიძემ შეასრულა.
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს თამარ ბაბილუას (ბაბის) გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს.
https://www.youtube.com/watch?v=ZnbrUf31rCI