გარდაიცვალა მუსიკოსი ნანა დიმიტრიადი 
გარდაიცვალა მუსიკოსი ნანა დიმიტრიადი 

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის კონსერვატორიის ემერიტუსი ნანა დიმიტრიადი.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ნანა დიმიტრიადის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ნანა დიმიტრიადი 1932 წლის 15 ივნისს დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის კონცერტმაისტერი, პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან ემერიტუსი;

ნანა დიმიტრიადი ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას.  ის ხშირად გამოდიოდა დუეტში პიანისტ ნანა ავალიშვილთან ერთად; „ხეივნის ბოლო და ისევ სევდა“ – ასე დაასათაურა აუდიო ალბომი, რომელიც პიანისტმა 2003 წელს ჩაწერა. მასში შევიდა იმპროვიზაციები პოპულარული კინოფილმების მელოდიებზე.