გარდაიცვალა მხატვარი და მწერალი ჯემალ კუხალაშვილი

09:30, 11.05.2026

გარდაიცვალა მხატვარი და მწერალი ჯემალ კუხალაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მწერალთა კავშირი ავრცელებს.

„საქართველოს მწერალთა კავშირი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თანამედროვეობის უნიჭიერესი ხელოვანი – მხატვარი და მწერალი, სახელმწიფო და მრავალი პრემიის ლაურეატი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლის მფლობელი, საქართველოს მხატვართა და მწერალთა კავშირის წევრი ჯემალ კუხალაშვილი.

ვუსამძიმრებთ ჯემალ კუხალაშვილის ოჯახს, მის ხუთ ვაჟკაცს, მეუღლეს – პოეტ მარინა ცხვედიაშვილს და საქართველოს ამ დიდებული მამულიშვილის გარდაცვალებას“,-  აღნიშნულია მწერალთა კავშირის განცხადებაში.

მსგავსი