გარდაიცვალა „მარსელის“ ლეგენდარული პრეზიდენტი ბერნარ ტაპი #1TVSPORT
კვირას, საფრანგეთში გარდაიცვალა „მარსელის“ ყოფილი პრეზიდენტი ბერნარ ტაპი, – დაწერა გამოცემა RMC Sport-მა. 78 წლის ტაპის გარდაცვალების მიზეზი კუჭის კიბოს ავადმყოფობა გახდა.
1986-94 წლებში ტაპი „მარსელის“ პრეზიდენტი იყო. ფრანგული კლუბი ამ პერიოდში ზედიზედ ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და 1993 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ის, რომ ტაპი მძიმე ონკოლოგიური დაავადებით იყო ავად, ცნობილი გახდა 2017 წელს. „მარსელი“ გამოვიდა განცხადებით, რომელშიც თანაგრძნობა გამოუცხადა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს.
ტაპი – ბიზნესმენი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იყო. 1990-93 წლებში ხელმძღვანელობდა კორპორაცია adidas-ს.