გარდაიცვალა კინორეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი
გარდაიცვალა კინორეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი

გარდაიცვალა კინორეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

თემურ ფალავანდიშვილი 1940 წელს თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად.

თემურ ფალავანდიშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მიმინო“, „ჩამავალი მზე“, „გოგონა და ჯარისკაცი“, „მზე შემოდგომისა“, „რაჭა ჩემო სიყვარულო“, „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ და სხვა. სცენარის ავტორია ფილმების: „ჩამავალი მზე“, „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“.