გარდაიცვალა ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - ის პირველი ბრიტანელი იყო, რომელშიც 1 მილიონი ფუნტი გადაიხადეს #1TVSPORT
გარდაიცვალა ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - ის პირველი ბრიტანელი იყო, რომელშიც 1 მილიონი ფუნტი გადაიხადეს #1TVSPORT

ინგლისში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქვეყნის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ტრევორ ფრენსისი.

კარიერის განმავლობაში მან ბევრ კლუბში მოასწრო თამაში, მათ შორის, „ბირმინგემში“, „ნოტინგემ ფორესტში“, „მანჩესტერ სიტიში“, „სამპდორიაში“, „ატალანტაში“, „რეინჯერსში“…

„ნოტინგემის“ რიგებში ის ორჯერ გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი. ინგლისის ნაკრებში 52 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

ფრენსისი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელშიც ერთი მილიონი ფუნტი გადაიხადეს. ეს 1979 წელს მოხდა, როცა ის ამ თანხად „ნოტინგემ ფორესტში“ გადავიდა.