გარდაიცვალა ჟურნალისტი ავთანდილ ოთინაშვილი
გარდაიცვალა ჟურნალისტი ავთანდილ ოთინაშვილი

გარდაიცვალა ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დამფუძნებელი ავთანდილ ოთინაშვილი.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ავთანდილ ოთინაშვილი იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს.