გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი
გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი

85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

დავით სოკოლოვს მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ წელს ვარსკვლავი გაუხსნეს.

საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს დავით სოკოლოვის ოჯახსა და ახლობლებს.