გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი, პროფესორი დარეჯან ლაბუჩიძე
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი, პროფესორი დარეჯან ლაბუჩიძე

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მთარგმნელი, „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი დოდო (დარეჯან) ლაბუჩიძე.

დარეჯან ლაბუჩიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აკადემიკოს სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, 2015 წლიდან კი „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი იყო. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსებისა და სოციოლოგების – მონტესკიეს, ჟან-ჟაკ რუსოს, ანრი ბერგსონის, რენე დეკარტის, ალექსის დე ტოკვილის და სხვათა ნაშრომების თარგმანები.

1999 წლიდან დარეჯან ლაბუჩიძე საქართველოში ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის წევრი და სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ ერთ-ერთი რედაქტორი იყო.

2013 წელს პროფესორი დარეჯან ლაბუჩიძე საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტრომ, ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, რაინდის ორდენით დააჯილდოვა.