გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია

14:31, 03.07.2026

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია.

ვახტანგ დავითაია იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია.

დავითაია არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის ბაკურიანში საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის, „მზიური ველის“,  ბიზნესცენტრ „მთაწმინდის“, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზის.

ვახტანგ დავითაიას მიღებული აქვს „წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის“ ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე „იტერარქ-83“-ის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალე „იტერარქ-85“-ის პრემიები.

2022 წელს ვახტანგ დავითაია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო.

მსგავსი