გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იძიებდა
გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას იძიებდა

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი, ასევე ყოფილი სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, მიულერის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

მიულერის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

„ახლახან რობერტ მიულერი გარდაიცვალა. კარგია, მიხარია, რომ გარდაიცვალა. მას აღარ შეუძლია უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

რობერტ მიულერი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის თანამდებობას 2001-2013 წლებში იკავებდა.

2017-2019 წლებში იგი სპეციალური პროკურორის პოსტს იკავებდა. ამავე პერიოდში რობერტ მიულერი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. მიულერის გამოძიებამ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანია დეტალურად შეისწავლა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. საბოლოო ჯამში, მიულერის ანგარიშმა ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთს შორის პირდაპირი კავშირი ვერ დაადგინა.