გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

13:57, 22.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის წევრები თეთრიწყაროს ტყეში, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონში გარდაცვლილს არც ნათესავები და არც მეგობრები არ ჰყავს.

ამიტომ, მათთვის გაუგებარია, რატომ მივიდა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ამასთან, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და არ დაბრუნებულა.

მსგავსი