გარდაცვლილი ექთნის მეუღლე ახალციხის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
გარდაცვლილი ექთნის მეუღლე ახალციხის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ახალციხეში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მეუღლე იმყოფება. მასთან ერთად არიან ასევე ოჯახის ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გამოძიების მხრიდან გარკვეულ მასალებზე წვდომა არ აქვთ.

ადვოკატებმა „იმედის“ კლინიკას მიმართეს და ვაქცინაციამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია ითხოვეს.

„დღეს დაიბარა უწყებამ მანუჩარ კობახიძე გამოსაკითხად. უშუალოდ რა კითხვები იქნება, ამაზე არ ვიცით, მათგან არაპროგნოზირებადობას შეჩვეულები ვართ. ის, თუ რა იქნება საინტერესო გამოძიებისთვის, მოგახსენებთ მას შემდგომ, რაც გამოვალთ უწყებიდან. ჩვენ კლინიკა „იმედს“ მივმართეთ და გავაჟღერეთ, რომ დოკუმენტაცია არ გვქონდა სრულად ვაქცინაციამდე პერიოდთან დაკავშირებით. ძალიან გადამწყვეტია ეს დოკუმენტაცია, კლინიკას განცხადებით მივმართეთ. აგრეთვე მივმართეთ „ასტრაზენეკას“ ამპულის დათვალიერების თაობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.