გარდაცვილი პატიმრის ძმა - დარწუნებული ვარ ათასი პროცენტით, რომ ეს გააკეთეს პენიტენციური სამსხურის თანამშრომლებმა
გარდაცვილი პატიმრის ძმა - დარწუნებული ვარ ათასი პროცენტით, რომ ეს გააკეთეს პენიტენციური სამსხურის თანამშრომლებმა

დარწუნებული ვარ ათასი პროცენტით, რომ ეს გააკეთეს პენიტენციური სამსხურის თანამშრომლებმა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის ძმამ, შოთა გორგაძემ განაცხადა.

„კერძოდ. ვინ გააკეთა, ნადვილად არ ვიცი. ყველა დოკუმენტი და ყველა ფაქტი ლაპარაკობს იმას, რომ ეს პროფესიონალის შესრულებული და გაკეთებულია“, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

46 წლის იოსებ გორგაძე გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივიამედში“ მიმდინარე წლის იანვარში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა. პატიმრის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი იყო. როგორც ადვოკატი ამბობს, ვერსია, რასაც გამოძიება ავითარებს, რომ, სავარაუდოდ, ის წაიქცა და ერთი წაქცევით მიიღო ეს დაზიანებები, დაუჯერებელია.