გარდაბნის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში მაშველებმა დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს
გარდაბნის სოფელ ნაგებში, სარწყავ არხში მაშველებმა დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში მაშველებმა, საძიებო სამუშაოების შედეგად, არხში დაკარგული მეთევზის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლამდე მეთევზე სარწყავ არხში ჩავარდა. მას მაშველები და მყვინთავები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

საძიებო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები.