გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორ მამაკაცს ეძებენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორ მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები მეთევზეები არიან. ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

დატოვე კომენტარი