გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მკვლელობა მოხდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მკვლელობა მოხდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.

მკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.