გარდაბანში „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა
გარდაბანში „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა

გარდაბანში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია „თბილსრესის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა.

აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით მატებას და პრემია-დანამატებს ითხოვენ. მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა. მაშინ დაპირება მიიღეს, რომ ხელფასის მატება სექტემბრიდან დაიწყებოდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.

ამ წუთებში „თბილსრესის“ რეზერვის რეჟიმშია. თუმცა ენერგო დეფიციტის შენის შემთხვევაშიც აქციის მონაწილეები სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.