გარდაბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ლემშვენიერაში დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა და წვიმისგან ჩამოტანილი ქვა-ღორღი გააქვს, ასევე პარალელურ რეჟიმში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. კომისიამ 39 ოჯახის ზარალი უკვე აღწერა.

გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განმარტებით, სოფელში ტექნიკა იქამდე იმუშავებს, ვიდრე სრული გაწმენდა არ მოხდება. ხვალიდან კი, ზარალის დამთვლელი კომისიის წევრები შეიკრიბებიან და თითოეული ოჯახის საკითხი დეტალურად იქნება განხილული, რის შემდეგაც მათ კონპენსაციები გადაეცემათ.