გარდაბანში შიდა გზების მოსაწესრიგებელი სამუშაოები ერთდროულად რვა სოფელში მიმდინარეობს

14:27, 26.06.2018

გარდაბანში შიდა გზების მოსაწესრიგებლად სამი  მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 სოფელში მიმდინარეობს. მათ შორისაა ისეთი სოფლები, სადაც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა.

სამუშაოებისთვის თანხა გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაოებზე მონიტორინგი დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა განახორციელა.

მსგავსი