გარდაბანში სატვირთო მანქანა ქორწილში მიმავალ ავტომობილებს შეეჯახა, დაშავდნენ ახალდაქორწინებულები
გარდაბანში სატვირთო მანქანა ქორწილში მიმავალ ავტომობილებს შეეჯახა, დაშავდნენ ახალდაქორწინებულები

გარდაბნის სოფელ სააკაძესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილი იყო, დანარჩენი კი, ქორწილში მიმავალი მსუბუქი ავტომობილები.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ახალდაქორწინებულები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) დაიწყო.