გარდაბანში მკვლელობა მოხდა
გარდაბანში მკვლელობა მოხდა

გარდაბანში მკვლელობა მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოკლულია 85 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი. მათი ცხედრები სამართალდამცველებმა გუშინ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ბლაგვი საგნით მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.