„რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, 11 თებერვალს გარდაბანსა და რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება
„რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, 11 თებერვალს გარდაბანსა და რუსთავის ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

მარნეულის რაიონში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ,,გარდაბნი 500” პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც გარდაბანსა და რუსთავის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება.

კომპანია „რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც 11 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

„კომპანია „რუსთავის წყალი“ 11 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის. ქვესადგურზე პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია „რუსთავის წყალი“ დამატებით წინასწარ გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“, – აღნიშნულია კომპანია „რუსთავის წყლის“ ინფორმაციაში.