გარბენი „თბილისის“ გამო, 24 ივნისს ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება
გარბენი „თბილისის“ გამო, 24 ივნისს ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო, კვირას, 24 ივნისს ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება.

გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, ამიტომ ავტობუსები 07:00-დან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.