საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის გათამაშების მეორეადგილოსანია.
გათამაშება, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, დღეს დასრულდა. დღეს ბოლო ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ რუმინეთმა ყაზახეთი 3:1 დაამარცხა. პარალელურად, საქართველოსა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებთა მატჩი მიმდინარეობდა, რომელიც სლავების გამარჯვებით დასრულდა – 0:3.
ამ მოგებით, ბელარუსმა შვიდი ქულა დააგროვა და ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა კი ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, მესამე რუმინეთია (ხუთი ქულა), ხოლო ყაზახეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ქულაც ვერ მოიპოვა.
ტურნირის ბოლო შეხვედრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ტალახაძე, მორჩილაძე, ბენდიანიშვილი, ზურაბიანი, ტორონჯაძე, მამაცაშვილი, გუგეშაშვილი, ილურიძე.
შეცვლაზე: მირზიკაშვილი, ხვედელიძე, დევდარიანი, ტოფაძე, ჟივიძე.