„განსაკუთრებული ძეგლი საქართველოს ისტორიაში“​ - Euronews-მა ​ჯვრის მონასტრის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა [ვიდეო]

„ჯვრის მონასტერი – განსაკუთრებული ძეგლი საქართველოს ისტორიაში“, – ამ სათაურით Euronews-მა ქართული ისტორიული საეკლესიო ძეგლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.

ტელეკომპანიის ინტერნეტგამოცემა წერს, რომ თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე ჯვრის მონასტრიდან ზღაპრული პანორამული ხედი იშლება. Euronews-ის ინფორმაციით, მონასტერი მეექვსე საუკუნეში დიდი ხის ჯვრის ადგილას მდებარეობს, ხის ჯვარი კი წმინდა ნონომ აღმართა, რომელმაც საქართველოს ქრისტიანობა უქადაგა.

„მონასტერი განსაკუთრებული ადგილია მომლოცველებისთვის და 1994 წლის შემდეგ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია“, – ამბობს ვიდეორგოლში ჟურნალისტი კლაუდიო როსმინო.

Euronews-ი აღნიშნავს, რომ მშენებლობის მეთოდები და ტექნიკის მაღალი სტანდარტები საქართველოს უძველესი სამშენებლო პრაქტიკის მტკიცებულებაა.

დატოვე კომენტარი